თბილისი, 1 მაისი — Sputnik. აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში პოლიციის განყოფილებასთან, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით.
აფეთქება კვირა დილას 9:30 საათზე მოხდა. აფეთქების შემდეგ სროლა ატყდა ბოევიკებსა და პოლიცილებს შორის. სააგენტო იტყობინება, რომ დაჭრილებს შორის 9 პოლიციის თანამშრომელია.
აფეთქების რაიონი გადაკეტილია, შემთხვევის ადგილზე მედიკოსები მუშაობენ, დაჭრილთა რიცხვმა 13-ს მიაღწია.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც-ერთ დაჯგუფებას არ აუღია.