თბილისი, 1 მაისი — Sputnik. 50 წლის ზაჰესის დასახლების მცხოვრები თავის მიწის ნაკვეთზე ნაღმზე აფეთქდა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
შსს არ აზუსტებს ნაღმის ტიპს და რა გზით იყო შესაძლებელი მისი მოხვედრა მოქალაქის მიწის ნაკვეთზე.
დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია, ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სისიხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული.