წმინდა ცეცხლი უკვე თბილისში ჩამოაბრძანეს

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა ცეცხლი უკვე თბილისში ჩამოაბრძანეს
წმინდა ცეცხლი უკვე თბილისში ჩამოაბრძანეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ერთხელ აღსრულდა ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სასწაული, რომელიც ყოველწლიურად ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დღეს — დიდ შაბათს აღესრულება.

თბილისი, 30 აპრილი —Sputnik. იერულიმიდან წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს. წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.  

წმინდა ცეცხლი აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. 

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:26 საათზე შევიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა. 

კიდევ ერთხელ აღსრულდა ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სასწაული, რომელიც ყოველწლიურად ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დღეს — დიდ შაბათს აღესრულება. 

გილოცავთ!


ყველა ახალი ამბავი
0