სინოპტიკოსები აღდგომის ღამეს ძლიერ წვიმას ელოდებიან

© photo: Sputnikწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვიმა შაბათ საღამოს დაიწყება და დილამდე გაგრძელდება.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ, რომელსაც საქართველოში შაბათ–კვირის ღამით ელოდებიან, შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის ადიდება გამოიწვიოს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წვიმა შაბათ საღამოს დაიწყება და კვირა დილამდე გასტანს. ნალექი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

1 მაისს, აღდგომის დღეს საქართველოში 17–22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0