თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ირანის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტ ჰასან როუჰანის მომხრეებმა გაიმარჯვეს.
პრეზიდენტის გუნდმა პარლამენტში დარჩენილი 68 ადგილიდან 38 მოიპოვეს. „კონსერვატორებს“ 18 ადგილი ერგოთ, დამოუკიდებელ კანდიდატებს — 12, იუწყება „ფრანს პრესი“ ირანის შსს–ს მონაცემებზე დაყრდნობით.
მანამდე გაკეთებული პროგნოზებით, როუჰანის მომხრეებს 33-40 ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ იმ 68 ადგილიდან, რომლებიც თებერვალში ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დარცა გადასანაწილებელი.
სულ ირანის პარლამენტში 290 ადგილია.
პირველი ტურის შედეგები ასეთი იყო: „კონსერვატორებსა“ და მათ მოკავშირე კანდიდატებს 103 ადგილი შეხვდათ, როუჰანის მომხრეებს, რომლებიც, ეგრეთ წოდებულ, „იმედის სიაში“ შედიან — 95, ხოლო ზომიერ რეფორმატორებს — 29.