თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ქართული არმია დღე 255 წლისა გახდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა ქვეყნის უმაღლესი საბჭოს დადგენილების თანახმად, რომელიც შსს–ისგან შინაგანი ჯარებისა და ეროვნული გვარდიის გამოყოფას შეეხებოდა.
1991 წლის 24 აპრილს მინისტრთა კაბინეტმა 30 აპრილს არმიაში გაწვევის დაწყების თაობაზე განკარგულება გამოსცა, რომელიც იქცა კიდეც ათვლის წერტილად.
დღეისათვის ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 37 ათასი ადამიანი ირიცხება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გენერალური შტაბი ხელმძღვანელობს, რომელიც თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრს ემორჩილება. არმიის მთავარსარდალი ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შედის: ხუთი ქვეითი ბრიგადა, საზენიტო–საარტილერიო დივიზია, საჰაერო ძალები, ცალკე სავერტმფრენო ესკადრილია, ეროვნული გვარდია, სპეცოპერაციების ძალები, სადაზვერვო ასეული და სხვა ქვედანაყოფები.