თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია რეგიონების წარმომადგენლებით შეივსება, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„საქართველო რეგიონებს, რაიონებს საკუთარი წარმომადგენელი, მაჟორიტარის გარდა, პარტიის პოლიტიკურ სიაშიც ეყოლებათ. კანდიდატების შერჩევისას სამი პრინციპი იქნება გათვალისწინებული და ამოსავალი წერტილი იქნება ხალხის ნდობა. ყველა რეგიონს ეცოდინება, რომ მათი წარმომადგენელი იქნება ის, ვისაც ყველაზე მაღალი ნდობა აქვს", — განაცხადა ბაქრაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საარჩევნო სიის შევსების მეორე ძირითად პრინციპი ახალი სახეები იქნება, რაც პარტიის განახლებისთვისაა აუცილებელი. ხოლო მესამე პრონციპად უმცირესობის ლიდერმა ცენტრალური ოფისისა და სამდივნოს როლი დაასახელა, რომელთა "გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვანია“.
პარტია საარჩევნო სიაში იმ რეგიონებიდან უფრო მეტ წარმომადგენელს შეიყვანს, რომლებშიც 2012 წლის არჩევნებისას ბევრი ხმა მიიღო.