მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტებისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესება იგეგმება

© photo: courtesy of National Academy of Sciences of Georgiaსაქართველოს მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 70 წელს გადაცილებული პირები სათავეში ვეღარ ჩაუდგებიან.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე–პრეზიდენტად 70 წელს გადაცილებული პირების არჩევას კრძალავს.

კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ივანე კიღურაძეს ეკუთვნის.

საკითხზე საკომიტეტო და პლენარული მოსმენები მაისშია დანიშნული, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე.

გარდა ამისა, ივანე კიღურაძემ წამოაყენა წინადადება, შეიცვალოს სახელწოდება „აკადემიური საბჭო“ და ეწოდოს მას „აკადემიის პრეზიდიუმი“, რომელშიც შევლენ: პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი, მდივანი–აკადემიკოსი და აკადემიის სხვა წევრები.

დეპუტატი ითხოვს, რომ აკადემიის მართვა განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროსგან პირდაპირ მთავრობის ხელში გადავიდეს.

ყველა ახალი ამბავი
0