ირმა ხეცურიანმა ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა ფრანგი სოფი საბლონი დაჯაბნა ხმლით მოფარიკავე პარაოლიმპიელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ირმა ხეცურიანი ფარიკაობაში პარაოლიმპიელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელიც კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარეობს.

ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ფრანგი სოფი საბლონი დაჯაბნა, რომელმაც მანამდე საკვალიფიკაციო ტურნირში წააგო, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტრო.

შაბათს ირმა ხეცურიანი უკვე რაპირით ფარიკაობაში გამოვა, სადაც ის მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს.

ყველა ახალი ამბავი
0