ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული — მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის უდიდესი ზეიმია. Sputnik-ის ინფოგრაფიკის საშუალებით სააღდგომო წესსა და ჩვეულებას გაგაცნობთ.
სააღდგომო ღვთისმსახურება დიდ შაბათს იწყება, რომელიც მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალი და აღდგომისწინა სამზადისია, რომელსაც კვირა ღამით ზეიმობენ.
აღდგომის დღესასწაულზე, დიდმარხვის შემდეგ, ხსნილი იწყება. სადღესასწაულო სუფრის მთავარი ატრიბუტი შეღებილი კვერცხი და პასკაა.