თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. თურქმენეთი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდეს, რომელიც 2025 წლისთვის თამბაქოს სავაჭრო ქსელიდან ამოიღებს, იუწყება ადგილობრივი მასმედია.
თურქმენეთი მსოფლიოს იმ ოც ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მაღაზიების დახლებსა და ვიტრინებში თამბაქოს გამოფენა იკრძალება. ხელისუფლების აზრით, ბავშვები რძის, პურისა და სხვა საკვები პროდუქტების გვერდით თამბაქოს ნაწარმს არ უნდა ხედავდნენ. გარდა ამისა, თამბაქოს ნაწარმი თურქმენეთში საკმაოდ ძვირი ღირს.
აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი მწეველთა რაოდენობით ერთ–ერთი ყველაზე „ჩამორჩენილი“ ქვეყანაა. თამბაქოს მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 8,3% ეწევა. სწორედ ეს იძლევა იმის იმედს, რომ 2025 წლისთვის ეს ქვეყანა თამბაქოსგან გათავისუფლდება.