წმინდა ცეცხლის ჩამოტანის გამო თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოები შეჩერდება

© Ministry of economy of Georgiaთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურად ამ რეისისთვის ერთი დღით შეჩერდება სარემონტო სამუშოები, რათა ეს თვითმფრინავი დაჯდეს საქართველოში და აღდგომის ლიტანიობისთვის წმინდა ცეცხლი ჩამოიტანოს.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსატანად თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშოები ერთი დღით შეჩერდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ ლაშა ჟვანიაზე დაყრდნობით იტყობინება. ჟვანიას ინფორმაციით, კომპანია “პილიგრიმ ტურსი“ განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში 30 აპრილს 23:00 საათამდე წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ. 

„80-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა საქართველოდან, რომელიც ცეცხლის გადმოსვლას დაესწრება, რის შემდეგაც ჩარტერული რეისი გამოემგზავრება საქართველოში. წელს გვქონდა გარკვეული პრობლემა. თბილისის აეროპორტში არის რემონტი და მხოლოდ ღამის საათებში მუშაობს. ასე რომ, ჩარტერული რეისის განხორციელება ვერ ხერხდებოდა, ან, თუ მოხერხდებოდა, წმინდა ცეცხლს კვირას, დილით ჩამოიტანდნენ“, — განაცხადა ჟვანიამ.

მორწმუნეები სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
წითელი პარასკევი - წლის ყველაზე მძიმე მარხვის დღე მართლმადიდებელთათვის
 

მისი თქმით, მათ თხოვნით მივმართეს მთავრობას და საქართველოს მთავრობის ქმედითი დახმარებით მოხერხდა ის, რომ აეროპორტში სპეციალურად ამ რეისისთვის ერთი დღით შეჩერდება სარემონტო სამუშოები, რათა ეს რეისი დაჯდეს საქართველოში და წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტანიობისთვის ჩამოვიდეს. 

„ასე რომ, მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის“, — განაცხადა ლაშა ჟვანიამ.


ყველა ახალი ამბავი
0