განმუხურში 120-ნომრიან სასტუმროს კომპანია „ბლექ სი რივიერა“ ააშენებს

© სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაგანმუხურში მშენებარე სასტუმროს პროექტი
განმუხურში მშენებარე სასტუმროს პროექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ტექნიკური დეტალები კომპანია „ბლექ სი რივიერას“ წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. 

სასტუმროს მშენებელ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური დეტალების, ასევე ადგილზე არსებული წყალმომარაგების, ელექტროენერგიის და გაზის კომუნიკაციების რესურსის განხილვა მოხდა, რის შემდეგაც „ბლექ სი რივიერას“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სასტუმროს პროექტი გააცნეს. ახალი სასტუმროს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციას მშენებელი კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.

შპს „ბლექ სი რივიერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120-ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. პროექტის საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარით იყო განსაზღვრული. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით, „ბლექ სი რივიერა“ სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს მოაწყობს. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ 10 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალ სასტუმროში ადგილობრივები დასაქმდებიან, მშენებლობის დასრულებამდე კი მათი გადამზადება მოხდება.

სოფო კაკაჩია

ყველა ახალი ამბავი
0