სახიფათო ნარჩენებს საფრანგეთში გააუვნებელყოფენ

© FB/Министерство окружающей средыსაშიში პესტიციდების ტრანსპორტირება საქართველოდან
საშიში პესტიციდების ტრანსპორტირება საქართველოდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან პესტიციდების გატანა - ქვეყნისათვის უკვე 50 წლის მანძილზე აქტუალური საკითხია.

თბილისი, 28 აპრილი —Sputnik. ვადაგასული  და გამოუყენებელ პესტიციდებს, სულ 208 ტონა, საქართველოდან  საფრანგეთში მათი შემდგომი გაუვნებელყოფის მიზნით გაიტანენ, ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში

ნარჩენების გადაზიდვა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) ვადაგასული პესტიციდების ლიკვიდაციის პროექტის ფარგლებში.

„ევროკავშირმა დაასრულა რეგიონალური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოდან პესტიციდის გატანა იყო. ეს თემა უკვე 50 წელი აქტუალურია. ჩვენი პროექტი საქართველოს საფრთხის თავიდან აცილებაში ეხმარება, რომელიც პესტიციდების 200 ტონამ შეიძლება გამოიწვიოს“,-ამბობს პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ალვარო ორტეგა.

პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ვადაგასული პესტიციდების ინვენტარიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით და ვადაგასული პესტიციდების იდენტიფიცირება. გარდა ამისა, შეფასდა დაბინძურებული ტერიტორიები, გაიმართა ცნობიერების ამაღლების მართვის კამპანია პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით ფერმერებისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0