აღდგომა დღეს საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება

© photo: Sputnikწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღდგომამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმასა და ძლიერ ქარს ელოდებიან.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. წვიმიანი ამინდი საქართველოში 2 მაისამდე შენარჩუნდება, აღნიშნულია გარემოს დაცვის სააგენტო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

28-30 აპრილის პერიოდში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ძლიერი წვიმა იქნება აღმოსავლეთ საქართველოში 29 აპრილს. ამასთან, ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.

აღდგომის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო დღისით გამოიდარებს. ჰაერი 17-22 გრადუსამდე დათბება.


ყველა ახალი ამბავი
0