თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პოლიცია 16 წლის თბილისელ გოგონას ნინი კვაჭანტირაძეს ეძებს, რომელიც 24 საათზე მეტია არ ჩანს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
© FACEBOOKდაკარგული ნინი კვაჭანტირაძე
დაკარგული ნინი კვაჭანტირაძე
© FACEBOOK
განგაში გოგონას ახლობლებმა ატეხეს. მათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს დახმარებისთვის მიმართეს. ნათესავების თქმით, მათ გოგონას მობილური ტელეფონი იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლით მიმდინარეობს.