თბილისში მსოფლიო ფსიქიატრები შეიკრიბნენ

© FB/Георгий Маргвелашвили გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის პირველ რეგიონული კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 30 ქვეყნიდან 400 სპეციალისტი ჩამოვიდა.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველო ნელ-ნელა ხდება სამეცნიერო კვლევების ცენტრად, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართული მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის პირველი რეგიონული კონფერენციის (WPA)  გახსნაზე.  

საქართველოში მსგავსი მასშტაბის სამდღიანი კონფერენცია პირველად იმართება, რომლის მუშაობის დროსაც ფსიქიატრები ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებს განსაზღვრავენ და პაციენტების უფლებების დაცვის საკუთხზე იმსჯელებენ. 

„თბილისში მსოფლიო ფსიქიატრიის ასოციაციის კონფერენციის  გამართვა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველო ნელ-ნელა ხდება სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციებისა და სამეცნიერო კვლევების ცენტრი“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ფსიქიატრის პროფესიის მნიშვნელობას. მისი სიტყვებით, ეს ექიმები არა მარტო პაციენტების, არამედ საზოგადოების  ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

კონფერენციას 30 ქვეყნიდან დაახლოებით  40  დელეგატი ესწრება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ ფსიქიატრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.


ყველა ახალი ამბავი
0