თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ხაშურის „ივერია“ და თბილისის „35-ე სკოლას“ შორის მატჩით საქართველოს ისტორიაში პირველი ქალთა ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.
თამაში გორში გაიმართა,“თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე და „ივერიის“ მოგებით ანგარიშით 3:2 დასრულდა.
პირველ ტურში კიდევ ორი თამაში ჩატარდა. „ლანჩხუთმა“ ლაგოდეხის „ჰერეთს“ უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა მეტოქე. ქუთაისის "მართვემ" "აჭარას" დიდი ანგარიშით 10:2 მოუგო.
პირველ ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.ტურნირი ორ წრედ ჩატარდება. ჩემპიონი გუნდი კი 28 ოქტომბერს გამოვლინდება.