ტელეწამყვანი მორგუნოვი: ბათუმი მთლიანად ღირსშესანიშნაობაა

© канал СТС"რუსო ტურისტო" СТС
რუსო ტურისტო  СТС - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულ ტელეარხ СТС-ზე აპრილში შოუს „რუსო ტურისტოს“ მეორე სეზონი დაიწყო. ტელეწამყვანები კატია და ლეონიდ მორგუნოვები პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ და კოლეგებისა და მაყურებლის დავალებებს ასრულებენ: ჭამენ გველებს, ციცაბო მთებიდან ეშვებიან. პირველ სეზონში გადამღებმა ჯგუფმა უკვე შეისწავლა თბილისი, ხოლო ცოტა ხნის წინ ბათუმს ესტუმრა.

Sputnik-ი ლეონიდ მორგუნოვს დაუკავშირდა და უძველესი ზღვისპირა ქალაქის, შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტის შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.

- რამ ჩამოგიყვანათ მეორედ საქართველოში?

— სიმართლე გითხრათ, ამით საქართველოს მთავრობა იყო დაინტერესებული. ამიტომ მოგვიწვიეს და მთელი ქართული სტუმართმოყვარეობით შეგვხვდნენ. პირველ სეზონში გადავიღეთ გამოშვება თბილისზე და ყველა აღფრთოვანებული იყო. აი, მოგვიწვიეს კვლავ, ოღონდ ახლა — ბათუმში.

© канал СТС"რუსო ტურისტო", ტელეარხი СТС
რუსო ტურისტო, ტელეარხი СТС - Sputnik საქართველო
"რუსო ტურისტო", ტელეარხი СТС

- მაყურებლის რა ეგზოტიკური დავალებები შეასრულეთ ბათუმში?

— ბათუმში რესტორანში წასვლა გვირჩიეს, რომლის შენობაც გადაბრუნებულია, ანუ ქვევით სახურავია, ხოლო ზევით — საძირკველი. გარედან შენობა მართლა საინტერესოდ გამოიყურება, შიგნით კი არაფერი განსაკუთრებული არ არის, მეტს ველოდებოდით, სამაგიეროდ, გემრიელად ვისადილეთ. საერთოდ, საქართველოში ყველაფერი ძალიან გემრიელია. 

- რა ისწავლეთ ბათუმში?

— კატია იახტის საჭესთან დაჯდა და მაგარი რბოლა მოაწყო, მე კი იალქნიანი ნავი პირველად ვმართე. ეს არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჩემთან ერთად კაპიტანი იმყოფებოდა, რომელიც ბათუმიდან ათენში ორ თვეში ჩავიდა. მე კი იალქნის დაკეცვისა და გაშლის სწავლა მევალებოდა, ეს კი მთელი მეცნიერებაა თავისი სპეციფიკური სლენგით.

© канал СТС"რუსო ტურისტო", ტელეარხი СТС
რუსო ტურისტო, ტელეარხი  СТС - Sputnik საქართველო
"რუსო ტურისტო", ტელეარხი СТС

- ბათუმის რა ღირსშესანიშნაობების შესახებ არ იცოდით ადრე? რა ადგილებია დასათვალიერებელი ამ ქალაქში?

— ბათუმი მთლიანად ღირსშესანიშნაობა. რომ არ ეთქვათ, სად მომიყვანეს, ვიფიქრებდი, რომ სადღაც ამერიკაში ვარ, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სერვისმა და არქიტექტურამ. სინამდვილეში, ეს კარგად მოწყობილი კურორტია!

ყველაზე მეტად იქ ეროვნული პარკი „მტირალა“ დამამახსოვრდა. იქ დაუვიწყარი დრო შეგიძლიათ გაატაროთ: ისეირნოთ ცხენებზე, საბაგირო გზით ექსტრემალურად დაეშვათ და ფუნიკულიორზე მდინარით გაიაროთ. და რა ბუნებაა იქ: ჩანჩქერები, ტბები და სუფთა ჰაერი!

© канал СТС"რუსო ტურისტო", ტელეარხი СТС
რუსო ტურისტო, ტელეარხი  СТС - Sputnik საქართველო
"რუსო ტურისტო", ტელეარხი СТС

- შევეცადოთ და შევადაროთ კავკასიური სტუმართმოყვარეობა, დავუშვათ, სინგაპურულს. თქვენ ხომ ახალ სეზონში აზიის ქვეყნები გამოიკვლიეთ?

— საქართველოში დიდი გულის ადამიანები ცხოვრობენ. აი, სინგაპურში კი სტუმართმოყვარეობის ნიშანწყალიც არ შეიმჩნევა. კი, იქ შეიძლება, გზა მიგასწავლონ, მაგრამ დანარჩენი მათთვის სულერთია — მიაღწევ იმ ადგილს თუ ვერა. ეს მაინც მეგაპოლისია, იქ არ არის ასეთი გულღია და მეგობრული განწყობები, როგორც, მაგალითად, კამბოჯაში.

ქართული სტუმართმოყვარეობა შეიძლება შევადაროთ მხოლოდ იმას, როგორ გხვდებიან ბაიკალზე ან კამჩატკაზე. იქ ვიყავით გადაღებების დროს. ბაიკალი და კამჩატკა — ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩენებია. ველოდებოდით, რომ რუსული პირქუში სამყარო დაგვხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0