თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. „ბითლზის“ მანამდე უცნობი ვიდეო ავსტრალიის ფოტო- და ვიდეოდოკუმენტების ეროვნული არქივის YouTube-არხით გავრცელდა, იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი".
კომენტარის თანახმად, რომელიც ვიდეოჩანაწერს ახლავს, ის 1965 წლის 1 ნოემბერსაა გაკეთებული საგრიმიოროში, როცა მუსიკოსები პროგრამა The Music of Lennon & McCartney–ს გადასაღებად ემზადებოდნენ.
ვიდეო უხმოა, ამიტომ უცნობია, რაზე საუბრობენ ლივერპულელი ოთხეულის წევრები.
„საგრიმიოროში ვიყავი. შამპანურს ვსვამდით. არ მახსოვს, ჯონმა თუ რინგომ კამერა გამომართვა, მითხრა, არასწორად ხმარობო და ჯანჯღარი დაუწყო, აყირავებდა. კარგი იყო. იმას ვგულისხმობ, რომ ისინი ძალიან სასიამოვნო ადამიანები იყვნენ, მართლა სასიამოვნოები“, — იხსენებს ავსტრალიელი მოცეკვავე ქალი დონ სუეინი, რომელსაც ეკუთვნის კიდეც ზემოაღნიშნული ჩანაწერი.