თაღლითებმა ამერიკაში მომუშავე კომპანია გაძარცვეს

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითები იმ დროს დააკავეს, როდესაც ერთ–ერთი ბანკიდან 450 ათასი დოლარი გაჰქონდათ.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა, რომელთაგან ორი ლატვიის მოქალაქეა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

პროკურატურა აქვეყნებს სქემას, რომლის მიხედვითაც მოქმედებდნენ ლიტვის მოქალაქეებმა: ვლადისლავს ბორისოვსმა, ევგენი კალნმალისმა და  საქართველოს მოქალაქე დავით გაგნიძემ ფიქტიურად დაარეგისტრირეს კომპანია Georgia fruit 16 და სხვადასხვა ბანკში ანგარიშები გახსნეს.

ამის შემდეგ 20 აპრილს ბრალდებულებმა, როგორც გამოძიება ირწმუნება, ამერიკული კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევა განახორციელეს და მისი ანგარიშიდან თანხა საკუთარი ფიქტიური კომპანიის ანგარიშზე გადარიცხეს.

პროკურატურა არ ასახელებს თაღლითებისგან დაზარალებულ კომპანიას.

თაღლითები იმ დროს დააკავეს, როდესაც ერთ–ერთი ბანკიდან 449 994 ათასი დოლარი გაჰქონდათ.

ვლადისლავს ბორისოვსს, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

ყველა ახალი ამბავი
0