ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტრაგედიის 30 წლისთავთან დაკავშირებით, Sputnik-მა ბელარუსელი ფოტოგრაფის, შსს-ს ძველი თანამშრომლის, ალექსეი მატიუშას ფოტოარქივებში იშვიათი ფოტოები მოიძია, რომლებიც ბელარუსის ჩერნობილის ზონაშია გადაღებული.
იხილეთ „Sputnik ბელარუსის“ ფოტოკადრები, რომელიც ფოტოგრაფმა 10 და უფრო დიდი ხნის წინ კატასტროფის ზონაში გადაიღო.

1/17
© photo: Sputnik
"გაუცხოების ზონაში" ხედი მიტოვებული სახლიდან.

2/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ბავშვის ფეხსაცმელი სოფ. ლომაჩში მიტოვებული სახლის ფანჯრის რაფაზე.

3/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ნახევრადდანგრეული სახლი მოსახლეობისაგან დაცლილ სოფელში. ამ ადგილებში საცხოვრებლად აქა-იქ მაინც დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი სახლების დატოვებაზე.

4/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
სოფელ დრონკიში ნაპოვნი სკოლის მოსწავლის საშინაო დავალება, ამ სოფელში 1986 წლამდე 232 ადამიანი ცხოვრობდა.

5/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
დაცლილ სოფელში მიტოვებული სახლი. კედელზე ჯერ კიდევ შემორჩენილია იმის აღმნიშვნელი ნიშანი, რომ ამ სახლში წითელი ვარსკვლავით დაჯილდოებული ვეტერანი ცხოვრობდა.

6/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
გარეული ზორები ჩერნობილის აკრძალულ ზონაში. იმ პერიოდში დაბინძურებული ტერიტორია ნაკრძალს მოგაგონებდათ.

7/17
© photo: Sputnik / Виктор Толочко
მილიციის თანამშრომელი ზონაში არსებულ ვითარებას აკვირდება.

8/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ძველი ეკატერინბურგის გზა, რომელიც სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის იმპერიის სამხრეთ პროვინციებს აკავშირებდა ერთმანეთს. მისი ნაწილი ბელარუსში, "გაუცხოების ზონაშია" შემორჩენილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ გზაზე მილიციის საპატრულო ავტომობილები გადაადგილდებიან.

9/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
მილიციის თანამშრომლები ტერიტორიას პატრულირებენ.

10/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
სოფელ მოსანში მდებარე ანძიდან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მოჩანს. მანძილი დაახლოებით 6 კმ-ია. დღეს სოფლის ადგილას პოლესკის სახელმწიფო რადიაციულ-ეკოლოგიური ნაკრძალის ლაბორატორია მდებარეობს.

11/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
გაკვეთილი ჰეინიკის რაიონის სკოლაში, სადაც ჩერნობილის ავარიის დროს დაზარალებულთა მნიშვნელოვანი ნაწილია.

12/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
წყლის პატრული რადიოაქტიური დაბინძურების ტერიტორიას იცავს.

13/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ივან იოსების ძე შემეკოვი - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 80 კმ-ზე მდებარე სოფელ ტულგოვიჩის მკვიდრი, ერთ-ერთია რომელმაც ავარის შემდეგ საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ფოტო 10 წლის წინაა გადაღებული, საბედნიეროს ის დღემდე ცოცხალია. აღნიშნული მარშრუტის შემოვლისას, მილიციელები მას სტუმრობენ. გარდა ამისა, პენსიონერ მოხუცს ყოველ კვირას შვილი და შვილიშვილები სტუმრობენ.

14/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ლიკვიდატორები ტრაგედიის შემდგომ რთულ დღეებს იხსენებენ. 2006 წელი.

15/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ეკლესიაში ღვთისმშობლის სახელობის ხატის წინ შს სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს გარდაცვლილი თანამშროლების ხსოვნის მემორიალურ დაფასთან სანთლები ყოველთვის ანთია.

16/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ერთ-ერთ ლიკვიდატორი ჩერნობილის კატასტროფის მე-20 წლისთავზე ავარიის ზონას ათვალიერებს.

17/17
© photo: Sputnik / Алексей Матюш
ლიკვიდატორების სამახსოვრო ფოტო დაცლილი სოფლებისადმი მიძღვნილი ძეგლის წინ, 2006 წელი. 1986 წელს რადიაციული საფრთხის ლიკვიდაციაში შსს-ს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, მათ შორის დაახლოებით 900 საბჭოთა მილიციის უმაღლესი და საშუალო სპეციალური სკოლების ოფიცერი, სერჟანტი, მოსამსახურე და კურსანტი იყო.