კახეთში აქამდე უცნობი ეკლესია აღმოაჩინეს

© Личный архив Тамаза Маркозашвилиკახეთში ეკლესიის ნანგრევები
კახეთში ეკლესიის ნანგრევები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე უცნობია თუ რომელ საუკუნეშია აგებული აღმოჩენილი ეკლესია. სპეციალისტები მას არქიტექტურულ ძეგლს მიაკუთვნებენ.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. კახეთში, სოფელ მელაანის გარეუბანში, ადგილობრივმა სპეციალისტებმა აქამდე უცნობი ძველი ეკლესია აღმოაჩინეს, რომლისგანაც მხოლოდ 1,5 მეტრი კედელია დარჩენილი, განუცხადა Sputnik-ს გურჯაანის რაიონის ადმინისტრაციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

საუკუნის, ასევე სხვა დეტალების დადგენა შესაძლებელი არქეოლოგიური გათხრებისა და გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, აღნიშნა მან.

„ზოგი ფიქრობდა, რომ ეს ციხესიმაგრის რაღაც ნანგრევებია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ეკლესიაა. ადგილობრივმა მოსახლეობასმ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ეს დარბაზული ტიპის ეკლესიაა. შემონახულია საკურთხეველიც“, — განაცხადა მარკოზაშვილმა.

მისი თქმით, ადგილს, სადაც ეკლესია აღმოაჩინეს, ადგილობრივები „ციციანთ მიწებს“ უწოდებენ. მე-18-მე-19 საუკუნეებში აქ თავადი ციციშვილები ცხოვრობდნენ და სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ეკლესია მათი საგვარეულო სალოცავი ყოფილიყო.

ადგილი გასაწმენდია ხეებისა და მცენარეებისგან, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კვლევითი სამუშაოების დაწყება, აღნიშნა მარკოზაშვილმა. გურჯაანის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დახმარების თხოვნით მიმართეს.

„ამ ეკლესიას უცნობ ძეგლად მივიჩნევთ. ისტორიულ წყაროებში ის არსად მოხსენებული არაა“, — აღნიშნა მარკოზაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0