ცნობილია „კანის ლომების“ ქართველი მონაწილეების ვინაობა

© FB / Cannes Lions Georgia"კანის ლომები"
კანის ლომები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მეორედ ღებულობს მონაწილეობას მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ რეკლამის ფესტივალში „კანის ლომები“.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველომ, შესარჩევი კონკურსების შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალ „კანის ლომების“ (Cannes Lions International Advertising Festival, IAF) მონაწილეები გამოავლინა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ კანში 2016 წლის ივნისში ჩატარდება.

შესარჩევი კონკურსები 9–17 აპრილს გაიმართა თბილისის ტექნოპარკში საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლის ორგანიზებით.

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, წელს კრეატიულობის ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველო ოთხ კატეგორიაში წარსდგება.

ნომინაციაში „ბეჭდური რეკლამა“ ჩვენს ქვეყანას სააგენტო АВК (ლევან მელიქიშვილი, ირაკლი ასათიანი) წარადგენს, ნომინაციაში „ახალგაზრდა მარკეტოლოგი“ — „საქართველოს ბანკი“ (ანა მარკოზაშვილი, ნინო უნგიაძე), დიზაინის კონკურსში ასევე სააგენტო АВК (მიხეილ თოდუა, სანდრო ლალიაშვილი) მიიღებს მონაწილეობას, ხოლო კატეგორიაში „ციფრული კამპანიის დაგეგმვა“ — კომპანია Leavingstone (გიორგი ავალიანი, ანანო მიმინოშვილი) გამოვა.

© ფესტივალი "კანის ლომები"საქართველომ საერთაშორისო ფესტივალ „კანის ლომების“ მონაწილეები გამოავლინა.
საქართველომ საერთაშორისო ფესტივალ „კანის ლომების“ მონაწილეები გამოავლინა. - Sputnik საქართველო
საქართველომ საერთაშორისო ფესტივალ „კანის ლომების“ მონაწილეები გამოავლინა.

სულ შესარჩევ ტურში მონაწილეობის სურვილი საქართველოს ბაზარზე მოქმედმა 232 ინდივიდუალურმა მონაწილემ, 33 სარეკლამო სააგენტომ და 45 მარკეტოლოგიურმა კომპანიამ გამოთქვა. კანდიდატებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელიც 30 ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალით იყო დაკომპლექტებული.

საქართველო მეორედ ღებულობს მონაწილეობას მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ რეკლამის ფესტივალში „კანის ლომები“.

ფესტივალის გამარჯვებულები ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ლომებით და აგრეთვე გრან–პრით ჯილდოვდებიან როგორც სარეკლამო კამპანიების, ისე ტექნიკური მიღწევების სფეროში.
ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სარეკლამო სააგენტოების კრეატიული დირექტორებისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0