თბილისში წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

გამოწერა

საგაზაფხულო და სააღდგომო სუვენირებისა და მოსართავების გამოფენა-გაყიდვა სათნოების სახლ „კათარზისში“ გაიმართა. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით იხილეთ გამოფენის ამსახველი ვიდეოკადრები.

სათნოების სახლ „კათარზისში წინასააღდგომო სადღესასწაულო გამოფენა "Handmade Spring"“ გაიმართა, რომლის მიზანიც უპოვართა დახმარებასთან ერთად, ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო.

საგაზაფხულო და სააღდგომო ნივთების გამოფენა-გაყიდვა Craftisi-ს ოსტატების ჯგუფის ინიციატივით გაიმართა. გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხუცებისა და მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოების დასაფინანსებლად გადაირიცხა.

როგორც Sputnik-თან საუბრისას სათნოების სახლ „კათარზისის“ ხელმძღვანელმა ზაურ ალადაშვილმა განაცხადა, გამოფენის ორგანიზატორებმა ერთი ლამაზი დღე არა მარტო ოსტატებს, არამედ „კათარზისის“ ბენეფიციარებსაც აჩუქა.

ყველა ახალი ამბავი
0