თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ერევანის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, იტყობინება Sputnik სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროზე დაყრდნობით.
თვითმხილველთა მონაცემებით, აფეთქდა ბოგდანის მარკის ავტობუსი 63 ნომრით.
დაზარალებულები სამედიცინო ცენტში არიან გადაყვანილნი. ზოგიერთი მონაცემებით დაიღუპა მძღოლიც. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მეზობელ რაიონში არაბკირშიც კი ისმოდა.
ავტობუსი ალაბიანის ქუჩაზე 11 ნომერ სახლთან აფეთქდა.
ამავე ქუჩაზე მდებარეობს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურია გაშვებული.