თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სადღესასწაულო სააღდგომო ბაზრობამ "Handmade Spring" საქართველოს დედაქალაქში ადამიანები შემოქმედებისა და ქველმოქმედებისათვის გააერთიანა.
23 აპრილს სათნოების სახლ „კათარზისში“ სააღდგომო მოსართავების, სუვენირებისა და დეკორატიული ნივთების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა რომლის ინიციატორები Craftisi-ს ოსტატები იყვნენ.
გარდა შემოქმედებითისა, გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა — გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხუცებისა და მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოების დასაფინანსებლად გადაირიცხა.
როგორც Sputnik-ს „კათარზისის“ ხელმძღვანელმა ზაურ ალადაშვილმა უთხრა, გამოფენის ორგანიზატორებმა არა მარტო ოსტატებისათვის მოაწყვეს დღესასწაული, არამედ „კათარზისის“ ბენეფიციართათვისაც.
„ძალიან კარგია, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანება ქველმოქმედებისათვის, სიკეთისათვის, რაც ასე ახასიათებს ამ ქალაქს აღდგომის დღესასწაულზე. ასე რომ მე ვფიქრობ, დღესასწაული შედგა“, — თქვა ალადაშვილმა.
სუვენირებისა და მოსართავების გარდა, გამოფენა-გაყიდვის სტუმრებს ასევე წარუდგინეს ხელნაკეთი კოსმეტიკა, საპნები, სათამაშოები, სანთლები, ბარათები, ასევე დეკუპაჟის სტილში შესრულებული ნაწარმი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო „მეჰენდის“ — სხეულის ხნით გამოყენებით მოხატვის ოსტატი, რომელიც მსურველებს სხეულის დახვეწილ ტატუირებას სთავაზობდა.
ჯგუფი Craftisi დაარსდა სოციალურ ჯგუფ Facebook-ში და გააერთიანა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სახის ხელსაქმით არიან დაკავებულნი. პირველი ჯგუფური გამოფენა Craftisi-ს ასევე „კათარზისში“ ჰქონდა 2016 წლის მარტში „კატების გამოფენა“, რომელმაც 30 ხელოვანი შეკრიბა.
როგორც Craftisi-ს ოსტატთა ჯგუფის წევრებმა განაცხადეს წელს ისინი ასევე აპირებენ საშემოდგომო და საშობაო ბაზრობების მოწყობას.