ქართველი მფრინავები სწავლებას აეროპორტ „მიმინოში“ გაივლიან

© photo: courtesy of Georgian Aviation Universityთვითმფრინავები თელავის აეროპორტში
თვითმფრინავები თელავის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავის აეროპორტში საგაზაფხულო მომზადებას გაივლიან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თელავში საქართველოს სახელმწიფო საავიაციო უნივერსიტეტმა  აეროპორტი „მიმინო“ გახსნა. 

აეროპორტს ერეკლე მეორის სახელი მიენიჭა, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო «Новости-Грузия» იტყობინება, თანამშრომლები მას უბრალოდ „მიმინოს“ ეძახიან, გიორგი დანელიას ცნობილი ფილმის „მიმინოს“ მიხედვით. 

დღეს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე  მფრინავებმა საჩვენებელი გაფრენები გამართეს Piper Seneca, Cessna 152 და A-22 ტიპის საფრენ ხომალდებზე. სულ ავიაპარკში 6 თვითმფრინავი და ვერტმფრენია. 

ჯერჯერობით თელავიდან რეგულარული რეისები არ დანიშნულა, თუმცა აეროპორტში აცხადებენ, რომ მზად არიან ჩარტერული რეისების შესასრულებლად  როგორც საქართველოს ისე საზღვარგარეთის  ქვეყნების ტერიტორიაზე 6 კაციანი Piper Seneca-ს ტიპის თვითმფრინავებით. 

აეროპორტში საგაზაფხულო მომზადებას გაივლიან საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები. გარდა ამისა, თელავის აეროპორტიდან შესაძლებელია ტურისტებისათვის ავია-ტურების მოწყობა, რომლის ფასი ფრენის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. საორიენტაციოდ, ერთი საათის ფასი იქნება 150 დოლარი. 

თელავის აეროპორტს აქვს საავიაციო კოშკი, აეროვაგზლის შენობა და საერთო საცხოვრებელი მფრინავებისა და ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალისათვის. 


ყველა ახალი ამბავი
0