თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ამ კვირაში, მათ შორის აღდგომო დღესასწაულზე, საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა ნინო წვერავამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
ამინდი, 26 აპრილი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 10-15 გრადუსი იქნება, დღისით — 23-28 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით პლუს 3-8, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 9-14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი. მაღალმთიანეთში ღამით 2-7, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში დროდადრო წვიმა იქნება ელჭექით, ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით 12, ხოლო დღისით — 27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
ამინდი, 27 აპრილი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, აღმოსვლეთ საქართველოში კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისშიც, ქარი იქნება, რომლის სიჩქარეც წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღამით 11-16 გრადუსი, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 3-8, ხოლო დღისით — 9-14 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 5-10, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში ღამით 4-9, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.
თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 14, ხოლო დღისით — 26 გრადუსი სითბო იქნება.
ამინდი, 28 აპრილი
დასავლეთ საქართველოში ხუთშაბათ დღეც წვიმიანი იქნება. ანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს, ხოლო ზოგიერთ რაიონში — 20-25 მეტრს მიაღწევს.
ღამით დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 13-18. მაღალ მთაში ღამით — 1-6, ხოლო დღისით — 8-13. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 9-14, ხოლო დღისით 20-25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მაღალ მთაში ღამით 1-6, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 13, ხოლო დღისით — 23 გრადუსი სითბო იქნება.