ხმათა მეგობრობა, ანუ რაში გაუმართლათ იტალიელებს და არ გაუმართლათ სომხებს

© photo: Sputnik / Вадим Шекун"ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი"
ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში 22 აპრილს უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. არა, ერთმანეთს მტრული არმიები არ შეჯახებიან და არც სისხლი დაღვრილა. დაიღვარა მხოლოდ საოცრად მელოდიური სიმღერები და, თანაც, საოცრად ტკბილი ხმებით. მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეში „ხმების ბრძოლა: საქართველო — სომხეთი“ გაიმართა.

კონცერტს Sputnik–ის კორესპონდენტი ლევ რიჟკოვი დაესწრო, მონაწილეებსაც გაესაუბრა და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა.

სად მიიჩქაროდნენ ლამაზი გოგონები

იმ საღამოს მოსკოვის ძველ უბანს, მარიინა როშჩას ლამაზი ქალები შეესივნენ — ცეცხლოვანი შავგვრემნები, ელვარე ქერები, იდუმალი წაბლისფერთმიანები. უმეტესობა საკონცერტო დარბაზ Планета КВН-სკენ მიიჩქაროდა, სადაც კონცერტი „ხმების ბრძოლა: საქართველო — სომხეთი“ უნდა გამართულიყო.

© Вадим Шекун"ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი", მაყურებლის დარბაზი
ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი,  მაყურებლის დარბაზი - Sputnik საქართველო
"ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი", მაყურებლის დარბაზი

კულისებში სცენაზე გასვლის მოლოდინში აფორიაქებულ არტისტებს მოეყარათ თავი. მშვიდად მხოლოდ ცნობილი სევაქ ხანაგიანი გამოიყურებოდა — შოუ Голос-ის მონაწილე.

„გარეგნულად არასდროს ვიმჩნევ, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ვღელავ“, — გამოტყდა სევაქიც. — „სცენაზე გასვლის წინ წუთს ყოველთვის ძალიან ღელავ. წარმოდგენა არა გაქვს, როგორ შეგხვდება მაყურებელი და რა შეიძლება მოხდეს. ასე მგონია, არტისტი, რომელიც არ ღელავს, სრულიად არაემოციური და უინტერესოა მაყურებლისთვის“.

„ხმების ბრძოლა“ აქ უკვე მეორედ ტარდება. დაგვებადა იდეა, რომ შეგვეკრიბა ქართველი და სომეხი მომღერლები. თუმცა დღეს რუსი შემსრულებლებიც მონაწილეობენ. ეს იმიტომ, რომ თუ ქართველებსა და სომხებს შეუძლიათ რუსულად სიმღერა, რუსებმაც უნდა აჩვენონ, რომ მათაც ეხერხებათ ქართულად და სომხურად სიმღერა“, — განაცხადა შოუს ორგანიზატორმა და წამყვანმა ივან ილიჩოვმა.

შოუს მეორე წამყვანი, „მის ტალანტი 2015“ თეა ივერიელი თვალისმომჭრელად იღიმება. მომღერალი ნოდარ რევია წარმატებებს უსურვებს სომეხ არტისტებს.

© Вадим Шекунსევაქ ხანაგიანი
სევაქ ხანაგიანი - Sputnik საქართველო
სევაქ ხანაგიანი

„მუსიკა აერთიანებს ადამიანებს, ყველა საზღვარს შლის“, – მიაჩნია ილიჩოვს, რომელიც იმავდროულად მუსიკალური პროექტის Имена на все времена პროდიუსერია. — „ამიტომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ აფიშაზე ნახსენები „ბრძოლა“ მხოლოდ პირობითი ბრძოლაა. ეს კონცერტის შეჯიბრებითი ნაწილია. სინამდვილეში ჩვენი მიზანი ყველა მუსიკის მოყვარული ადამიანის გულების გაერთიანებაა. ჩვენ გვსურს, რომ მუსიკამ ადამიანები დააახლოვოს“.

© Вадим Шекунწამყვანები - "მის ტალანტი - 2015" თეა ივერიელი და ივან ილიჩევი ღონისძიების ორგანიზატორთან სოფიო ქანთარიასთან ერთად.
წამყვანები - მის ტალანტი - 2015 თეა ივერიელი და ივან ილიჩევი ღონისძიების ორგანიზატორთან სოფიო ქანთარიასთან ერთად. - Sputnik საქართველო
წამყვანები - "მის ტალანტი - 2015" თეა ივერიელი და ივან ილიჩევი ღონისძიების ორგანიზატორთან სოფიო ქანთარიასთან ერთად.

მშვიდობა, მეგობრობა, სიმღერა

რა ვთქვათ მონაწილეებზე? მომღერლები მომაჯადოვებლად მღეროდნენ. შიგადაშიგ მეჩვენებოდა, რომ სცენიდან დარბაზში სუფთა თაფლი იღვრებოდა.
ოვაციებსა და ყვავილებში ჩაფლულ არტისტებს თქვენი მონა–მორჩილი გასასვლელში დიქტოფონმომარჯვებული ელოდა.

© Вадим Шекун"ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი"
ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი - Sputnik საქართველო
"ხმების ბრძოლა: საქართველო-სომხეთი"

„მე თბილისში დავიბადე, ქართველი სომეხი ვარ. როცა ორი დიდებული ქვეყანა — საქართველო და სომხეთი ერთიანდება, ძალიან შთამბეჭდავი კულტურული სიმბიოზი გამოდის, რომელიც მდიდარია სულიერი და მენტალური ტრადიციებით“, — ამბობს პელაგეას გუნდის წევრი ზაალ სარქისიანი.
ზაალი დიდხანს ცხოვრობდა იტალიაში და ამბობს, რომ ეს ქვეყანა საოცრად ჰგავს სომხეთს. ხალხი ზუსტად ისეთივე ენერგიული, სიცოცხლისა და „გემრიელად ჭამის“ მოყვარულია, როგორიც სომხები. ერთი ეგაა, ზღვაში არ გაუმართლა სომხეთს.

© Вадим Шекунზაალ სარქისიანი
ზაალ სარქისიანი - Sputnik საქართველო
ზაალ სარქისიანი

დიდებულ ქართულ კაბაში გამოწყობილი უმშვენიერესი ნინო როდონაია გვიმხელს, რომ კაბა მოსკოვში შეიკერა.

„მინდა ყველას ვუსურვო, რომ არავინ არასდროს იჩხუბოს, რომ ყველამ იმეგობროს, ყოველთვის მშვიდობა იყოს და მსოფლიოში სიკეთემ გაიმარჯვოს“, — ამბობს ნინო.

მომღერალი მარგარიტა პოზოიანი ხმას დიდ პაპას უმადლის. ის რომ მთაში სიმღერას დაიწყებდა, თურმე მისი ხმა ყველა ახლომახლო სოფელში ისმოდა.

„მინდა, რომ მსოფლიოში მუდამ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია და სიმშვიდე სუფევდეს. დღეს სამ ენაზე ვიმღერე. მინდა, ადამიანებმა ჰარმონიასა და თანხმობაში იცხოვრონ და გულწრფელად მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. კიდევ იმისი მჯერა, რომ მუსიკა აუცილებლად დაგვეხმარება ამ ყველაფერში“, — აცხადებს მარგარიტა.

© Вадим Шекунნინო როდონაია
ნინო როდონაია - Sputnik საქართველო
ნინო როდონაია

აი, სევაქ ხანაგიანი უკვე ძალიან მეგობრობს ნოდარ რევიასთან. კონცერტის წინა დღეს სევაქის კლიპის პრეზენტაცია იყო და ნოდარიც მივიდა მხარდასაჭერად და მასთან ერთად სამღერად. 

ლეგენდარულ მუსიკოს თეიმურაზ ბოჯგუას ბევრი რამ შეუძლია გვიამბოს ქართველებისა და სომხების მეგობრობაზე.

„გუშინ დავასრულე სიმღერა სახელწოდებით „სომხის სულიერი ძალა“, მაგრამ დღეს ვერ შევასრულებთ. ჩემი სიმღერა Я – грузин, ты – армянин ძალიან პოპულარულია. დღეს სპეციალურად ჩემი მეგობრებისთვის დაწერილ სიმღერას ვიმღერებთ, რომელსაც Вах, армяне, дорогие! ჰქვია“, — ამბობს არტისტული ოჯახის მამა.

© Вадим Шекунმარგარიტა პოზოიანი
მარგარიტა პოზოიანი - Sputnik საქართველო
მარგარიტა პოზოიანი

და სანამ დარბაზი ტაშს უკრავს, კონცერტის ორგანიზატორი სოფიო ქანთარია საკუთარ სურვილებს გვიზიარებს:

„ყველას გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიყვარულს. ერთმანეთის ყურისგდება იცოდეთ, გესმოდეთ ერთმანეთისა. შეხვდით, ისაუბრეთ, ერთმანეთს საკუთარი შესაძლებლობები გაუზიარეთ და დალოცეთ თქვენი სამშობლო. მნიშვნელობა არ აქვს, სად ხართ, ყველგან აკეთეთ თქვენი საკეთებელი“.

© Вадим Шекунნოდარ რევია
ნოდარ რევია - Sputnik საქართველო
ნოდარ რევია
ყველა ახალი ამბავი
0