რუსეთის შსს-მ უწესრიგობების აღსაკვეთად აკუსტიკური სისტემის შეძენა გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Андрей Варенков / გადასვლა მედიაბანკშიომონი
ომონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანადგარი ინფრადაბალსიხშირიან რხევებს წარმოქმნის, რომელიც ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს. გეგმის მიხედვით, მოწყობილობა ბალაშიხის სამხედრო ნაწილს ივლისში მიეწოდება.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. რუსეთის შსს „აკუსტიკური ზემოქმედების არალეტალურ სისტემას“ ყიდულობს, რომლის მიზანიც სავარაუდო უწესრიგობების აღკვეთაა, აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია განაცხადი „სამიზნე აკუსტიკური ზემოქმედების სისტემების“ მიწოდებაზე. კონტრაქტის მაქსიმალური ღირებულება 5,1 მლნ რუბლია.

შესყიდვის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ეს სისტემა „განკუთვნილია მართლწესრიგის დამრღვევზე გარკვეული ქცევის რეაქციის შესაქმნელად, რასაც ინფრადაბალსიხშირიანი რხევების დისტანციური ფორმირების გზით აღწევენ და რაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს“.

აღნიშნულია, რომ ასეთმა მოწყობილობამ, კერძოდ, უნდა უზრუნველყოს არალეტალური ზემოქმედება მართლწესრიგის დამრღვევებსა და „ექსტრემისტულად განწყობილ პირებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს“. მოწყობილობა 60 მეტრამდე მანძილზე მოქმედებს.

მოწყობილობა მიმდინარე წლის ივლისამდე ბალაშიხის სამხედრო ნაწილში უნდა მიიტანონ. განაცხადები აუქციონში მონაწილეობაზე 28 აპრილამდე მიიღება.

ყველა ახალი ამბავი
0