უკრაინამ ტაქტიკური რაკეტა გამოსცადა

© REUTERS / KCNAOdpálení rakety, KLDR
Odpálení rakety, KLDR - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რაკეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების ამოცანა დაისახა, განაცხადეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის ახალი გამოცდა ჩაატარა, რაკეტაზე ბირთვული ქობინის მიმაგრებაცაა შესაძლებელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ტაქტიკური კლასის კუთვნილი რაკეტები საომარი მოქმედებების ზონაში მიზნის განადგურებისთვის არის განკუთვნილი.

რაკეტის გამოცდას თვალს ადევნებდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის მდივნის პირველი მოადგილე ოლეგ გლადკოვსკი.

„უკრაინის თავდაცვითი მრეწველობა, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს. ამჟამად ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ნაკეთობის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაა“, — განაცხადა გლადკოვსკიმ.

გამოცდის ბოლოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო პოტენციალის გაზრდას გააგრძელებს და „უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს ტექნიკისა და თანამედროვე იარაღის კუთხით“.


ყველა ახალი ამბავი
0