თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი თბილისში ბოძს შეეჯახა, მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ინციდენტი დიღომში მოხდა.
პოლიციის მიერ ადგილზე ჩატარებულმა ალკოტესტმა აჩვენა, რომ მძღოლი ნასვამი იყო.
შემთხვევის დროს ავტომობილში პაციენტი არ იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.