ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 2017 წლის ზაფხულში ბელარუსში გაიმართება

© http://sputnik.by/მინსკი
მინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის პარლამენტის დეპუტატები გააგრძელებენ მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ბელორუსია 2017 წლის ივლისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ეროვნული სათათბიროს (პარლამენტის ქვედა პალატის) წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ვლადიმირ ანდრეიჩენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„სულ ცოტა ხნის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 2017 წლის 5-9 ივლისს ბელორუსიაში გაიმართება“, — განაცხადა ანდრეიჩენკომ.

მან ამ მოვლენას ბელარუსისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება უწოდა.

ანდრეიჩენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის პარლამენტის წევრები გააგრძელებენ მრავალვექტორულ პოლიტიკას, ითანამშრომლებენ ყველა სახელმწიფოსთან — „ჩრდილოეთთანაც, სამხრეთთანაც, დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც“.

„მთავარია, რომ ჩვენ ბელორუსიის ინტერესებს ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ“, — აღნიშნა მან.


ყველა ახალი ამბავი
0