ნავთობპროდუქტების იმპორტიორს თაღლითობაში ედება ბრალი

© https://www.facebook.com/sagamodzieboფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მტკიცებით, შპს „გუნორის“ ხელმძღვანელებმა ყალბი დოკუმენტები წარადგინეს, რათა 2,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გადასახადი არ გადაეხადათ.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „გუნორის“ ხელმძღვანელები დააკავა. მათ თაღლითობის გზით 5,1 მილიონ ლარზე მეტის მითვისება ედებათ ბრალად, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ შპს „გუნორის“ ხელმძღვანელობამ ისარგებლა ყალბი დოკუმენტებით, თავი აარიდა გადასახადის გადახდას, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზული ზარალი მიადგა.

დაკავებულებმა 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 11 მარტამდე, საწარმოს მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საწვავის განბაჟებამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგინეს დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადების ყალბი მონაცემები, საწარმოს ანგარიშზე, დეკლარაციის დაზუსტების გზით, ხელოვნურად გაზარდეს თანხა, რის საფუძველზეც აღარ გადაიხადეს კანონით გათვალისწინებული აქციზისა და დღგ-ის გადასახადები, აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


ყველა ახალი ამბავი
0