პრეზიდენტმა განმარტა, როდის გახდება საქართველო თავისუფალი

© сайт Георгия Маргвелашвилиეკატერინე სირაძე-დელონი და გიორგი მარგველაშვილი
ეკატერინე სირაძე-დელონი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარიზში, საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველო თავისუფალი მაშინ გახდება, როდესაც ის ევროპულ სახელმწოფოს შექმნის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარიზში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.

„ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი, მაგრამ თავისუფალი სწორედ მაშინ გახდება საქართველო, როცა თავის ბუნებრივ იდენტობას განხორციელებს და ბუნებრივად შექმნის ევროპულ სახელმწიფოს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

© გიორგი მარგველაშვილის ვებგვერდიეკატერინე სირაძე-დელონი და გიორგი მარგველაშვილი
ეკატერინე სირაძე-დელონი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ეკატერინე სირაძე-დელონი და გიორგი მარგველაშვილი

საზეიმო მიღებას, რომელიც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო, საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ესწრებოდა. საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

© გიორგი მარგველაშვილის ვებგვერდიკონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე
კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე - Sputnik საქართველო
კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე

საღამოზე კონცერტი გამართა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებულმა ანსამბლმა „სულიკომ“. 


ყველა ახალი ამბავი
0