გაეროს უშიშროების საბჭო ლიბიიდან ლტოლვილთა ოჯახებს უსამძიმრებს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შენობა ნიუ-იორკში
გაეროს შენობა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშიშროების საბჭო არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მოწოდებით გამოდის, ამავე დროს აღნიშნავს, რომ ლტოლვილთა უფლებებსა და ღირსებას პატივი უნდა სცენ.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭო სამძიმარს უცხადებს ლტოლვილთა ოჯახებსა და ახლობლებს, რომლებიც ლიბიიდან ევროპაში მიმავალ გზაზე გემის ჩაძირვის მსხვერპლი გახდნენ. საბჭო ყველა დაინტერესებულ ქვეყანას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„უშიშროების საბჭოს წევრებმა შეშფოთება გამოხატეს რეგიონული სტაბილიზაციისთვის შესაძლო შედეგების გამო, რასაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და ისეთი უკანონო საქმიანობა წარმოადგენს, როგორიც ადამიანებით ვაჭრობა და მიგრანტების უკანონო შემოყვანაა, ასევე დაგმეს აღნიშნული ქმედებები, რაც ლიბიის შემდგომ სტაბილიზაციას უთხრის ძირს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, — აღნიშნულია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, ითანამშროლონ ერთმანეთთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გადაიჭრას უკანონო მიგრაციის პრობლემა და განადგურდეს კონტრაბანდის ქსელები.

უშიშროების საბჭოს წევრები ასევე „ლტოლვილთა უფლებებისა და ღირსების“ პატივისცემის, შესაბამისი კანონების დაცვის მოწოდებით გამოდიან და აცხადებენ, რომ ამ საკითხში ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

მანამდე ხმელთაშუა ზღვაში პატარა გემიდან 41 ადამიანი გადაარჩინეს. გადარჩენილთა შორის სუდანელები, ეთიოპიელები და ეგვიპტელები არიან. მათ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განუცხადეს, რომ გემი ჩაიძირა და ამან დაახლოებით 500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ყველა ახალი ამბავი
0