თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ლელა ჯავახიშვილმა საჭადრაკო გრან-პრიზე, რომელიც ამ დღეებში ბათუმში მიმდინარეობს, მეორე გამარჯვება მოიპოვა, იუწყება FIDE-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.
თეთრი ფიგურებით თამაშისას ჯავახიშვილმა თავის თანამემამულეს ბელა ხოტენაშვილს მოუგო და ისევ რუს ოლგა გირიასთან ერთად პირველ ადგილს იყოფს, რომელმაც საანგარიშო ტურში ჩინელ ჟაო ქსიუს აჯობა.
რას შეეხება ჭადრაკის ქალთა ნაკრების ლიდერს ნანა ძაგნიძეს, მან ისევ ფრე ითამაშა. ამჟამად უკრაინის წარმომადგენელთან ანა მუზიჩუკთან.
მესამე რაუნდში, რომელიც დღეს ჩატარდება, ჯავახიშვილი მუზიჩუკს შეხვდება, ძაგნიძე კი საფრანგეთიდან ალმირა სკრიპჩენკოს ეთამაშება.
გრან-პრის საპრიზო ფონდი 60 ათას ევროს შეადგენს, მათგან 10 ათასს ტურნირის გამარჯვებული მიიღებს.