ასეულობით სიმღერა, 39 სტუდიური ალბომი, რომელთაგან ოთხი უკანასკნელი წლინახევრის განმავლობაში იქნა გამოშვებული. მომღერალი პრინცი (პრინც როჯერ ნელსონი) იყო ნიჭიერი და მეგაპოპულარული, და ამიტომ ის ექსცენტრიული და ამოუცნობი შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად- თავისი სასცენო სახელი რთულად ასახსნელ სიმბოლოდ შეეცვალა.
ის სასწაულად შრომისუნარიანი იყო, სახლის სტუდიაში და ჩაწერებზე დიდ ხანს შეეძლო ემუშავა. მაგრმ ნამდვილი „მაგია“ სცენაზე იწყებოდა, როდესაც ის მრავალათასიან დარბაზში გამოდიოდა.
პრინცს ხალხის სიგიჟემდე მიყვანა შეეძლო, მერე კი უცებ ლირიული კომპოზიციის მოსმენას აიძულებდა. ამაში მისი ჯადოქრობა იყო.
"I Wanna Be Your Lover" (1979)
პრინცის ამ პირველმა ნამდვილმა ჰიტმა მას არა მარტო სახელი, არამედ მისიკალური კრიტიკოსების პატივისცემა მოუტანა. უკვე მაშინ ჟურნალისტები განსაკუთრებულ „მინეაპოლისურ ხმოვანებაზე“ ალაპარაკდნენ, რომლის ფუძემდებლად მოგვიანებით ერთხმად პრინცი აღიარეს. ითვლება, რომ მან რამოდენიმე მიმართულების-პანკის, როკის, პოპის, სინტი-პოპისა და ახალი ტალღის მუსიკის-სტილისტურად გაერთიანება შეძლო.
"Why You Wanna Treat Me So Bad?" (1979)
1980-იანების დასაწყისი პრინცის კარიერაში ნამდვილი აღმაფრენით გამოირჩევა. ალბომი „პრინცი“ (რომელშიც სიმრერა "Why You Wanna Treat Me So Bad?" შევიდა) თავიდან ბოლომდე მის მიერ იყო დაწერილი, არანჟირებული და შესრულებული. გაყიდული ასლების რაოდენობამ მას პლატინის ალბომის სტატუსის მინიჭების საშუალება მისცა.
"Purple Rain" (1984)
1980-იანი წლების განმავლობაში პრინცი წარმატების გამომუშავებულ რეცეპტს მიყვებოდა: სხვადასხვა მუსიკალური სტილების მიქსი და პროვოკაციული ლირიკა მსმენელის წარმატებით მუდმივად სარგებლობდა. "Purple Rain" ალბომის დროს პირველად მისი ჯგუფი "The Revolution" გამოჩნდა. დისკის ყველა სიმღერა იგივე სახელის ფილმში შევიდა, რომელიც ასევე 1984 წელს გამოვიდა. ამ ალბომის სტილი უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე პრინცის ადრინდელი ნამუშევრები. ჯგუფის, რომელიც მას სულ თან ახლდა, ის ხმოვანების ყველა შესაძლებლობის წარმოჩენას ცდილობდა.
"Batdance" (1989)
"Bаtman" რიგით მე-11-ე და ისევ სასწაულად პოპულარული პრინცის სტუდიური ალბომი გახდა, სადაც ის ელექტრონულ ხმოვანებაზე ატიურად ექსპერიმენტებს დგამდა. სწორედ მაშინ მსახიობმა თავისი გარეგნობაც შეიცვალა, სცენაზე ის სადა შავ-თეთრ კოსტიუმებში გამოდიოდა.
"Nothing Compares 2 U" (1990)
რუსეთში პრინცის პოპულარულობა უფრო ზომიერი იყო, ვიდრე აშშ-ში და ევროპაში. მაგრამ იმათმაც კი, ვისაც მისი შესრულებით სიმღერები არასდროს მოუსმენია, აუცილებლად იციან სუპერჰიტი "Nothing Compares 2 U", შინედ ო’კონორის შესრულებით. ეს კომპოზიცია პრინცმა ჯერ კიდევ 1985 წელს დაწერა, მაგრამ სწორედ ო’კონორის ინტერპრეტაციით გრძნობებით გამსჭვალულმა ბალადამ საჭირო ელფერი და ხასიათი მიიღო და წარმატებისთვის იყო განწირული.