თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ამ უქმეებზე საზაფხულო ამინდი იქნება — კვირას ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.
ამინდი, 23 აპრილი
შაბათს მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისში, უნალექო ამინდი იქნება. ქარი თანდათან ჩადგება — წამში 10-15 მეტრია მოსალოდნელი.
ღამით დასავლეთ საქართველოს ბარში 3-8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით მინუს –2—+3, ხოლო დღისით 8-13 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 16-21 გრადუსი იქნება. მაღალმთიანეთში ღამით –6–+1, ხოლო დღისით 12-17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
ამინდი, 24 აპრილი
უნალექოდ ჩაივლის კვირაც. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი იქნება წამში.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 10-15 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, ხოლო დღისით — 26-31. მაღალ მთაში ღამით 0-5, ხოლო დღისით — 14-19 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 4-9 გრადუსი, ხოლო დღისით 20-25 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით –2—+3 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 14-19 გრადუსი სითბო.
ამინდი, 25 აპრილი
ორშაბათს ზოგან იწვიმებს. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, მაგრამ ხანდახან 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
ღამით დასავლეთ საქართველოს ბარში 14-19 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მაღალ მთაში ღამით 4-9, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 8-13, ხოლო დღისით 23-28 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, მაღალ მთაში ღამით 0-5, ხოლო დღისით — 15-20 გრადუსი სითბო.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 11, ხოლო დღისით 26 გრადუსი სითბო იქნება.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე ცვალებადი ამინდი და ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.