თაყვანისმცემლები სტანისლავ ბონდარენკოს შეძახილებითა და ოვაციებით შეხვდნენ

გამოწერა

რუსული კინოსა და თეატრის პოპულარულმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ ქართველ თაყვანისმცემლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე, ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე, საკუთარ მისწრაფებებსა და თავის პირველ ტატუზე made in Georgia ისაუბრა. Sputnik-ი ამ შეხვედრის ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

ბონდარენკოსთან შეხვედრა ილიაუნის თეატრის სცენაზე გაიმართა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში თეატრის შესასვლელთან მიახლოება შეუძლებელი იყო — ტერიტორია სტანისლავის თაყვანისმცემლებით იყო სავსე. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეხვედრის ორგანიზატორებმა შეძლეს მათი დამშვიდება და თეატრის დარბაზში განთავსება, სცენაზე დღის გმირი — სტანისლავ ბონდარენკო გამოჩნდა.

ქართველმა თაყვანისმცემლებმა მსახიობს არაერთი კითხვა დაუსვეს — რაზე ოცნებობს, ვინ არის მისი საყვარელი მსახიობი, მწერალი, რომელი ფილმი უყვარს? მოსწონს თუ არა ქართული სამზარეულო და ა.შ. 

ბონდარენკომ ყველა კითხვას გასცა პასუხი — მათ უამბო, რომ კვლავ ოცნებობს თავის Harley Davidson-ზე, რომელიც ძალიან ენატრება. საყვარელ მსახიობად თავიდან ლეონარდო დი კაპრიოს თვლიდა, შემდეგ — კიანუ რივზს. მისი ბოლო საყვარელი კინოფილმია „მებრძოლი“ ტომ ჰარდის მონაწილეობით, ხოლო მწერლებიდან მისთვის ყველაზე ახლობელი პაულო კოელიოა. რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, მსახიობმა ყველაზე მეტად აჭარული ხაჭაპური გამოყო.

ბონდარენკო ტელეკომპანია „იმედის“ რეიტინგულ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. რეპეტიციების შემდეგ მსახიობი საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობს და ქართველ თაყვანისმცემლებს ხვდება.


ყველა ახალი ამბავი
0