ქართულმა ღვინომ მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი დამზადების მთავარი საიდუმლო. საქმე ქვევრშია — ეს არის ღვინის დამზადებისა და შენახვისთვის განკუთვნილი უნიკალური თიხის ჭურჭელი. ამ ვიდეოში თქვენ თიხის მოპოვებით დაწყებული ნამდვილი ქართული ქვევრის შექმნის მთელ პროცესს იხილავთ.
2013 წელს ქვევრის ღვინის დამზადების ქართულ ტრადიციულ მეთოდს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და მთელი მსოფლიოსთვის გზავნილს წარმოადგენს, რომ ღვინო – უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
ქვევრს, უსახელურო კონუსის ფორმის ჭურჭელს, მიწაში ყელამდე ფლავენ. მასში ღვინის დუღილისა და დაძველების პროცესები მიმდინარეობს.
საქართველო მეღვინეობასთან და ვაზის გაშენებასთან უწყვეტი ისტორიის 8 ათასი წლის განმავლობაშია დაკავშირებული, რასაც მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს. ქართველმა ადამიანმა უხსოვარი დროიდან შეიყვარა ვაზი და დღემდე მისი ერთგულია.
საქართველოში IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობის მიღების შემდეგ ღვინო რელიგიურ რიტუალებში ფართოდ გამოიყენებოდა.