„ოლოლო შენ, ვერ გამოიცან!“ — ფოტოშოპი თუ რეალობა?

გამოწერა

ვიდეოში, რომელსაც აქ გთავაზობთ, რამდენიმე უცნაურ ფოტოს გვაჩვენებენ და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, ეს ფოტოშოპია თუ რეალობა.

მას შემდეგ, რაც ფოტოშოპი გაჩნდა, უკვე ძნელია გაარჩიო, სურათზე აღბეჭდილი რეალობაა თუ მონტაჟი. ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი ფოტოს შეხედავს და მაშინვე ასკვნის, რომ ეს მორიგი „ფეიკია“, იმდენად უცნაური მოვლენა თუ საგანია მასზე ასახული. არადა, არის შემთხვევები, როცა ფოტოშოპის დამსახურებად მიჩნეული შედევრები რეალურად ბუნების მიერ ან ადამიანის ხელითაა შექმნილი და არანაირად არ არის კომპიუტერულად დამუშავებული.

ვიდეოში, რომელსაც აქ გთავაზობთ, რამდენიმე ასეთ უცნაურ ფოტოს გვაჩვენებენ და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, ეს ფოტოშოპია თუ რეალობა. პასუხს რამდენიმე წამში გვეუბნებიან და სურათის ისტორიასაც იქვე გვიამბობენ. ეს მართლაც ძალიან საინტერესო ვიდეოა.

ყველა ახალი ამბავი
0