თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი რეჟისორი როდ დენიელი, რომელიც ავტორია ფილმებისა: „ბეთჰოვენი 2“ და „მარტო სახლში 4“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეიტედ–პრესზე“ დაყრდნობით.
ინფორმაცია დენიელის გარდაცვალების შესახებ მისმა ნათესავებმა გაავრცელეს. ის ჩიკაგოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
როდ დენიელის კარიერა კომედიური შოუს „ცინცინატის რადიოს“ გადაღებებით დაიწყო. შემდეგ ის მუშაობდა პოპულარულ სიტკომებზე: „ნიუჰარტი“, „რეიმონდი ყველას უყვარს“ და „კერძო დეტექტივი მაგნუმი“.
რეჟისორმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმებით: Teen Wolf („მგლის ლეკვი“, მთავარ როლში ჯეი ფოქსი), კომედია „მაყურებელი“ (ჯო პეში) და ფენტეზი ფილმი „რაც მამა, ის შვილი“ (კირკ კამერონი), ასევე ოჯახური კომედიები „ბეთჰოვენი 2“ და „მარტო სახლში 4“.