ევროკომისია უკრაინელებისთვის ვიზების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა

© REUTERS / YVES HERMANევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისია ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს უკრაინის იმ ქვეყნების ნუსხაში შეყვანას სთავაზობს, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ევროკომისია ოთხშაბათს უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. წინადადება განსახილველად ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარედგინება, აღნიშნულია ევროკომისიის კომუნიკეში.

„ევროპის კომისია ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს დღეს სთავაზობს უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებას და უკრაინის იმ ქვეყნების ნუსხაში გადაყვანას, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ“, — აცხადებს ევროკომისია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მხრიდან წინადადების მოწონების შემთხვევაში უკრაინის ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეებს შენგენის ზონისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა, 90 დღემდე ვადით შესვლისთვის ვიზა არ დასჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0