თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ „ვიდეო-რეფერის“ სისტემის ტესტირების გადაწყვეტილება მიიღო; მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში იქნება პირველი, სადაც მსაჯები ვიდეოგამეორებების ტექნოლოგიას გამოიყენებენ, განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.
მარტის დასაწყისში საფეხფურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) ფეხბურთში ვიდეოგამეორებების ტესტები დაამტკიცა. იუწყებოდნენ, რომ ტესტები არაუგვიანეს 2017/18 სეზონისა უნდა დაიწყოს და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. უფრო ადრე ინფანტინომ დაადასტურა, რომ ერთმა საფეხბურთო კონფედერაციამ და 12 ნაციონალურმა ასოციაციამ ახალი სისტემის ტესტირების მიმართ ინტერესი გამოხატეს.
„ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ- „ვიდეო-რეფერის“ ტესტირება. მსოფლიო ჩემპიონატისათვის ჩვენთვის უკვე გასაგები იქნება, ეს როგორ იმუშავებს, თქვა ინფანტინომ ჟურნალისტებთან. — "ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, სადაც „ვიდეო-რეფერის“ გამოიყენებენ, და ფეხბურთისათვის ეს დიდი მოვლენა იქნება. ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, სადაც მსაჯებს ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ, და ეს ფეხბურთს დაეხმარება.“
ინფანტინო პირველად ჩამოვიდა რუსეთში ვიზიტით მას მერე, რაც 2016 წლის 26 თებერვალს ფიფას რიგგარეშე კონგრესზე ფიფას პრეზიდენტად აირჩიეს.
„მე ენთუზიაზმით მივიღე თანამდებობა. პირველ 50 დღის განმავლობაში პოზიტიური ადამიანების უამრავ რაოდენობას შევხვდი, რომლებიც ფეხბურთისათვის რაღაცის გაკეთებას ცდილობენ“,- აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა.