ისრაელში მომხდარი აფეთქებისას, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

© AHMAD GHARABLI / AFPაფეთქება იერუსალიმში
აფეთქება იერუსალიმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელში დაახლოებით 10 ათასი ეთნიკური ქართველი და 70 ათასამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობს. ავტობუსის აფეთქებისას, სავარაუდოდ, არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები აფეთქებისას, სავარაუდოდ, არ დაშავებულან, იუწყება თელ–ავივში საქართველოს საელჩო.

მძლავრი აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა, იერუსალიმის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ინციდენტისას 21 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

„ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად გითხრათ, არიან თუ არა აფეთქებისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები, თუმცა აქამდე დიპლომატიური მისიისთვის დახმარებისთვის არავის მოუმართავს“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" საელჩოს თანამშრომელს.

არაოფიციალური მონაცემებით, ისრაელში დაახლოებით 10 ათასი ეთნიკური ქართველი და 70 ათასამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობს, განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ მამალაძემ.

„ამ ეტაპზე ჩვენთან ისრაელში მცხოვრებ დაშავებულ ქართველებზე ინფორმაცია არ შემოსულა“, — განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0