იაპონელებს ქართული ღვინის ისტორია უამბეს

© Национальное агентство вина Грузии Wine & Gourmet Japan 2016
Wine & Gourmet Japan 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო იაპონიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენებში აქტიური მონაწილეობით ამ პერსპექტიულ ბაზარზე თავის პროდუქციას წარმოაჩენს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ქართული ღვინო საერთაშორისო პროფესიონალურ გამოფენაზე Wine & Gourmet Japan 2016 იყო წარმოდგენილი, რომელიც იაპონიის დექდაქალაქ ტოკიოში ჩატარდა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 2014 წლიდან იაპონია ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია. ქართული ღვინის კომპანიების აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის  პოპულარიზაციას უწყობდა ხელს.

 ქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელშეწყობით ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: „თბილღვინო“,„ვაინმენი“, „ბარგატიონი 1882“, „ქინძმარაული“, „წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“,  „მარანული“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „ბესინი“.

ღონისძიების პირველ დღეს  ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.

სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო 2 წლის მანძილზე, ქართული ღვინო იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე უკვე მეხუთედ არის წარმოდგენილი.

2015 წელს ღვინის ექსპორტი იაპონიაში 2014 წელთან შედარეით 5%-ით გაიზარდა და ქართული ღვინის 138290 ბოთლი(0,75ლიტრი) შეადგინა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს 46 ქვეყანაში სულ 36,1 მილიონი ბოთლი იყო ექსპორტირებული.

ყველა ახალი ამბავი
0