თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სასტუმრო MOXY-ს მშენებლობა დაიწყო თბილისის ცენტრში ზაარბრიუკენის მოედანზე ორშაბათს. MOXY —ეს Marriott International-ის სასტუმრო კორპორაციის ბრენდია. სასტუმრო თბილისში აღმოსავლეთ ევროპაში პირველი იქნება.
პროექტი თბილისში ითვალისწინებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 130 ადგილიანი თანამედროვე სასტუმრო, ასევე საოფისე სივრცე, მაღაზიები და კვების ობიექტები. მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.
„მე მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილას ახალი სასტუმრო აშენდება. ეს GMT Group —ის ინიციატივაა — MOXY-ს სასტუმროს აშენება — მარიოტის ახალი ბრენდის. სასტუმრო საშუალ და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე იქნება გათვლილი, რაც მას ტურისტებისათვის ხელმისაწვდომს გახდის. ახალ სასტუმროში ინვესტირებული იქნება 25 მილიონ დოლარზე მეტი“, — თქვა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლობის პრეზენტაციაზე, ნათქვამია პრესსამსახურის შეტყობინებაში.
„ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ის უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან, „ოპიკთან“ ერთად. „ოპიკის” მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების რიცხვის ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ქვეყანაა და კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი საქართველოსადმი,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
GMT Group საქართველოში მსხვილი ინვესატორია, რომლის პორტფელი 80 მილიონ დოლარს აჭარბებს. GMT Group-ის შემადგენლობაში ოთხი კომპანია შედის: GMT Hotels, GMT Mtatsminda, GMT Real Estate, Sante GMT Products.