საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს, საღამოს, აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 30 მ/წმ-ს მიაღწევს, დასავლეთ საქართველოში კი 28 მ/წმ იქნება. შაბათს ქარის სიჩქარე თანდათან შემცირდება.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები ამ კვირაში ძლიერ ქარსა და ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ.

22 აპრილის ღამეს დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 30 მ/წმ, ხოლო დასავლეთში — 28 მ/წმ იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაეცემა. ამინდი 23 აპრილისთვის გაუმჯობესდება და ქარის სიჩქარეც თანდათან შემცირდება, ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის ნინო წვერავას სიტყვებს.

სამშაბათს, 19 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე დასავლეთში 8-13, ხოლო აღმოსავლეთში 10-15 მ/წმ იქნება. დასავლეთ დასაქართველოში ღამით 7-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 0, დღისით 13-18 გრადუსი იქნება.

თბილისში ღამით 8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 23 გრადუსი.

ოთხშაბათს, 20 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთში ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ იქნება, აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში სუსტი ქარი იქნება. დასავლეთ საქართველოში ღამით 11-16 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი 26-31 გრადუსი. 

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით +8-13 გრადუსი, დღისით — 23-28 გრადუსი სითბო. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით 12 გრადუსი, დღისით 27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ხუთშაბათს, 21 აპრილს როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის ვარდნის გამო დღე-ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით კი 11-16 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით — 23-28 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი. ღამით 14 გრადუსი, დღისით კი 28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.


ყველა ახალი ამბავი
0